ჭადრაკი

1:03 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭიღლაძე ერთპიროვნულად დაწინაურდა

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირში 6-დან 5 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა   საერთაშორისო ოსტატი ივერი ჭიღლაძე (2369), რომელმაც შავი ფიგურებით დავით ბენიძე (2510) დაამარცხა.

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ბაჩანა მორჩიაშვილი (2337), რომელსაც ნინო ხურციძესთან (2452) გამარჯვება უბრძოლველად ჩაეთვალა.

4 ქულით III-XII ადგილებს ინაწილებენ: გიგა ყუფარაძე (2515), დავით ბენიძე, ირაკლი ბერაძე (2379), ალექსანდრე ყაშაშვილი (2356), გაბრიელ ბეჭვაია (1852), სოფიო გვეტაძე (2319), ირაკლი კელეპტრიშვილი (1969), ნიკოლოზ ჩხაიძე (2138), ზვიად ფაცია (2141) და ფრიდონ ყალაგაშვილი (2159).

მომდევნო ტურში ცენტრალური ლიდერების – ჭიღლაძისა და მორჩიაშვილის შეხვედრა იქნება, სხვა წყვილები კი ასე გამოიყურება: ყუფარაძე-ყალაგაშვილი, ჩხაიძე-ბენიძე, ბერაძე-ფაცია, კელეპტრიშვილი-ყაშაშვილი, ბეჭვაია-გვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 4 საგზურისთვის ბრძოლაში 40 მოჭადრაკე ჩაება. მონაწილეები ერთმანეთს შვეიცარული სისტემით 9 ტურად ეჯიბრებიან, ტურნირი კი 23 დეკემბრამდე გასტანს.

0.123005