ჭიდაობა

15:08 | 25.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის სამყაროს გზავნილი ოლიმპიურ კომიტეტს

19-24 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს ერთი დამატებითი დატვირთვაც ახლდა – ევროპირველობის პარალელურად მიმდინარეობდა აქცია სახელწოდებით “შევუნარჩუნოთ ოლიმპიურ თამაშებს ჭიდაობა”.

აქციის ფარგლებში შეიქმნა ბანერი, რომელსაც ხელი ჭიდაობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების ხელმძღვანელებმა, მოქმედმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა, ასევე საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ჭიდაობის ფედერაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს, პირველი ხელმოწერის უფლება კი წამოწყების ორგანიზატორებმა ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალზე მისულ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მისცეს.

აქციას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვიც შეუერთდნენ. ჭიდაობის სამყაროს მიმართვა, ცხადია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მისამართით გაკეთდა, რომელიც 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჭიდაობის დატოვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.118327