23 ივლისს, სპოტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჭიდაობის ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა. ჭიდაობის ფედერაციამ სლოვაკეთში გამართული ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგები შეაჯამა.
ჟურნალისტების შეკითხვებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელებმა და მოჭიდავეებმა უპასუხეს.
15-20 ივლისს, სლოვაკეთის ქალაქ სნინაში გამართულ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავეები წარმატებით გამოვიდნენ და 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა, 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი 4 მედალი დაისაკუთრა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
გივი მაჭარაშვილი 100კგ ოქროს მედალი
შმაგი თოდუა 54კგ ბრინჯაოს მედალი
გიორგი ხაჩიძე 42 კგ ბრინჯაოს მედალი
ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
ჯონი ხეცურიანი 50კგ ოქროს მედალი
ზვიად პატარიძე 100კგ ოქროს მედალი
ლერი აბულაძე 46კგ ვერცხლის მედალი
ნიკოლოზ ჭიკაიძე 63კგ ბრინჯაოს მედალი
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური