საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა. დღეს ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე აღმასკომის წევრებმა სამართალდამცავების მიერ დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის კახა გეწაძის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელეს და ახალი საპრეზიდენტო არჩევნებიც დანიშნეს, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტობის მსურველებს განაცხადის შეტანა ორშაბათიდან, 14 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.