თამაშგარე

15:35 | 6.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი საკუთარმა ცოლმა სცემა

ყოფილ მოჭიდავემ, 30-მდე სპორტული ჯილდოს მქონე რიკ ფლერმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და განრისხებული ცოლის, 41 წლის ჟაკლინ ბიმისაგან თვალში მუშტი მიიღო. კონფლიქტს თვითმხილველი არ ჰყოლია. თავად რიკი იხსენებს, რომ ვერაფრით დააშოშმინა აღელვებული მეუღლე, ნაცემმა კი პოლიციას გამოუძახა. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელებისთვის ყველაფერი ნათელი გახდა და ჟაკლინი ადგილზე დააკავეს. ამ უკანასკნელის დანაშაულის მთავარი დამადასტურებული საბუთი ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის ჩალურჯებული თვალი იყო.
გაირკვა, რომ ცოლ-ქმარს კარგა ხანია, დალაგებული ურთიერთობა არ აქვთ, ორი წლის წინათაც გაბრაზებულ ჟაკლინს საოჯახო ნივთების სროლა დაუწყია ქმრისათვის...
 

0.120891