ჭიდაობა

19:49 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობა ისევ ოლიმპიური სახეობაა

ჭიდაობის მოყვარულებს თითქმის შვიდთვიანი ნერვიულობის შემდეგ შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ – საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ძირძველი ოლიმპიური სახეობა ოლიმპიურ პროგრამაში დააბრუნა.

ბუენოს აირესში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე რამდენიმე წუთის წინ ხმის უფლების მქონე დელეგატებმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაში მოხვედრის მსურველ სამ სახეობას: სქვოშს, ბეისბოლ-სოფთბოლსა და ჭიდაობას უყარეს კენჭი. ჭიდაობამ 104 შესაძლებლიდან 49 ხმა მიიღო და საწადელს არჩევნების პირველსავე რაუნდში მიაღწია. 

0.12108