ჩოგბურთი

0:37 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხს მოუგო, ჩეხს შეხვდება

 

 როჯერ ფედერერმა დუბაის ტურნირის მეორე ეტაპზე ვეტერანთა მძიმე მატჩში იმარჯვა. 32 წლის შვეიცარიელმა 3 წლით უფროს ჩეხ რადეკ შტეპანეკს 6:2, 6:7, 6:3 მოუგო და მომდევნო წრეში კიდევ ერთ ჩეხს, ამჯერად ლუკაშ როსოლს დაუპირისპირდება. მესამე სეტში ფედერერი თავდაპირველად 0:2-ს აგებდა, მაგრამ სიტუაციის შეცვლა და გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

კლასიფიკაციაში სადღეისოდ 48-ე ადგილზე მყოფი შტაპანეკის დამარცხებას ფედერერმა 2 საათი და 8 წუთი მოანდომა. როჯერის აქტივში 8 ბრეიკი და ამდენივე ეისია, როჯერისა და რადეკის ურთიერთშეხვედრათა ბალანსი კი 13:2 გახდა.

“უკანა ხაზიდან დამაჯერებლობა მაკლდა, აგრესიულადაც არ გამოვიყურებოდი. გამიჭირდა შეტევისა და დაცვის დაბალანსება. თანაც რადეკი კარგად თამაშობდა და ტემპის ვარირებასაც ახერხებდა. მძიმე მატჩი გამოვიდა და მოხარული ვარ, საბოლოო წარმატებას რომ მივაღწიე”, - დუბაის ტურნირის ხუთგზის ჩემპიონის როჯერ ფედერერის სიტყვები შეჯიბრების ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.

 

0.115698