ფეხბურთი

20:14 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი: “ინგლისური ფეხბურთის პრესტიჟი უნდა დავიცვათ”

ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯი პეტერ ჩეხი მიიჩნევს, რომ მის გუნდსა და “მანჩესტერ იუნაიტედს”, ჩემპიონთა ლიგაზე, ინგლისური ფეხბურთის პრესტიჟის დაცვა მოუწევთ.

“ინგლისური ფეხბურთის პრესტიჟი უნდა დავიცვათ. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინგლისის წარმომადგენლებმა ჩემპიონთა ლიგაზე ცუდი შედეგები აჩვენეს.

ასევე იმედი მაქვს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლიმპიაკოსის” ბარიერის დაძლევას მოახერხებს.” – ციტირებს ჩეხის სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტი” და “არსენალი” ჩემპიონთა ლიგიდან უკვე გამოვარდნენ. “მანჩესტერ იუნაიტედს”, პირველ მატჩში, “ოლიმპიაკოსთან” 0:2 აქვს წაგებული, ხოლო “ჩელსიმ” “გალათასარაისთან” 1:1 ითამაშა.

0.114314