ლონდონის “ჩელსის” მეკარე პეტრ ჩეხმა სერიოზული ტრავმა მიიღო და გამოსაჯანმრთელებლად გარკვეული დრო დაჭირდება.
BBC-ის ცნობით, 31 წლის კარის დარაჯმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მხარი დაიზიანა და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.
გავრცელებული ინფორმაციით, მის სრულად გამოჯანმრთელებას 10 კვირა დასჭირდება, ამიტომ მომავალი სეზონისთვის მზადების საწყის ეტაპს გამოტოვებს. მიმდინარე სეზონში ჩეხმა 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა.