ჩეხეთის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის უმთავრეს მეტოქედ მიიჩნევა, მოსამზადებელი ციკლი ჰოლანდიასთან საშინაო მატჩებით დაასრულა.
რონენ გონზბურგის შეგირდებმა “ნარინჯისფრებს” ნიმბურკში უმასპინძლეს და ორივე შეხვედრა მოუგეს – 77:68 და 65:51, თუმცა, მათ თამაშში ნაკლოვანებები საკმაოდ შეინიშნებოდა.
ჰოლანდიელებმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს ორივე მატჩში დიდი წინააღნდეგობა გაუწიეს. მდგომარეობა განსაკუთრებით მე-2 შეხვედრაში დაიძაბა, როდესაც ერთმანეთს ბარტონი და დე იონგი წაეკიდნენ, რაც გუნდების საუკეთესო მსროლელთა გაძევებით დასრულდა.
საერთოდაც, ჰოლანდიელები მსაჯობით უკმაყოფილონი იყვნენ და ეს ეპიზოდი მათთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. შედეგად, მათ მოედნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. თამაში ჩაშლის პირას იყო, თუმცა, საბოლოოდ, “ნარინჯისფრები” დარბაზში დაბრუნდნენ და შეხვედრაც ნერვულ ატმოსფეროში დასრულდა.
ერთი საინტერესო დეტალიც. 24 წლის ფორვარდ იან ვესელის (სიმაღლე 213 სმ.) არყოფნაში ჩეხებმა ფარის მოგება ჰოლანდიასთანაც კი ვერ შესძლეს. მათ პირველ მატჩში მოხსნებში 33:35 დათმეს, მე-2 შეხვედრაში კი სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა იყო – 32:44.
ჩეხებმა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლი დაასრულეს, 10 აგვისტოდან კი ოფიციალურ მატჩებში ჩაებმებიან. გინზბურგის გუნდს ევრობასკეტის პირველი საკვალიფიკაციო თამაში თბილისში საქართველოს ნაკრებთან
ჩეხეთი – ჰოლანდია 77:68 (14:15, 21:21, 23:14, 19:18)
ჩეხეთი: სატორანსკი (14), აუდა (12), ველში (9), პალიზა (9), პუმპრლა (8), ბალვინი (7), ბარტონი (7), სირინა (7), ჰრუბანი (4), პომიკალეკი, სვრდლიკი, ჩანი.
ჩეხეთი – ჰოლანდია 65:51 (20:19, 16:11, 12:9, 17:12)
ჩეხეთი: სატორანსკი (20), აუდა (9), ბარტონი (9), სირინა (8), ბალვინი (6), პომიკალეკი (6), სვრდლიკი (4), ველში (3), ჰრუბანი, პალიზა, ჩანი.