ფეხბურთი

16:21 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩერნომორეცს” ოქრიაშვილის გადაყვანა ზაფხულშიც სურდა

“ჩერნომორეცის” გენერალური დირექტორი სერგეი კერნიცკი თორნიკე ოქრიაშვილს აქებს. 21 წლის ქართველზე ამბობს, მისი გადაყვანა ადრეც გვსურდაო: 

 “საბოლოო შეთანხმებას მივაღწიეთ “შახტართან”. ოქრიაშვილის გადმოყვანა შარშან ზაფხულსაც გვსურდა, თუმცა “ილიჩივეცმა” არ მოინდომა მისი გაშვება. მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი კარგად იცნობს ოქრიაშვილს. ვუერთდები გრიგორჩუკის ნათქვამს: ოქრიაშვილი “ჩერნომორეცს” გააძლიერებს”.

ოდესური კლუბი პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზეა, ხოლო ევროპის ლიგის 1/16 ფინალში ფრანგულ “ლიონთან” ელის მატჩები.

0.068406