ოდესის “ჩერნომორეცის” მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა თორნიკე ოქრიაშვილი შეაქო. საუბარია “ტავრიასთან” მატჩზე (0:0), რომელშიც ქართველმა ნახევარმცველმა ბოლო 20 წუთი ითამაშა.
“კარგად შემოვიდა, პრეტენზიები არ მაქვს. აქტიურად ითამაშა, ცდილობდა გარღვევებს, გამწვავებას და ეს გამოსდიოდა. თორნიკემ 20 წუთი ითამაშა, მაგრამ მისი შემხედვარე, მეტიც შეუძლია. მგონი, მომდევნო მატჩში მეტ დროს დავუთმობთ. ჩვენ მისი გვეიმედება. “ჩერნომორეცს” ცოტა შემტევი ფეხბურთელი ჰყავს, თავდამსხმელების რაოდენობაც არაა საკმარისი, ოქრიაშვილს კი შეუძლია როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრში და სუფთა ფორვარდად თამაშიც კი. ასე რომ, მას შეუძლია ჩვენი გუნდის გაძლიერება”.