კალათბურთი

15:00 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩერნოგორიამ მწვრთნელები დაითხოვა

ჩერნოგორიის საკალათბურთო ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, რაც სავსებით მოსალოდნელი გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ლუკა პავიჩევიჩის მიერ გაწვრთნილმა ჩერნოგორიელებმა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დასძლიეს და ფინალს მიღმა დარჩნენ, ამდენად, როდესაც მწვრთნელმა ფედერაციას განთავისუფლების თხოვნით მიმართა, მას არავინ გამოტირებია.

პავიჩევიჩმა ეროვნული გუნდი 2011 წლის დეკემბერში დეიან რადონიჩისგან გადაიბარა და ნაკრები ევრობასკეტ-2013-ზეც ათამაშა, თუმცა კი, მორიგი მისია ჩაუფლავდა.

საინტერესოა, რომ ჩერნოგორიის კალათბურთის ფედერაციამ თანამდებობიდან 20-წლამდელთა გუნდის თავკაცი მიჰაილო პავიჩევიჩიც დაითხოვა, რომლის ხელმძღვანელობითაც, ნაკრები ევროპირველობის “ბ” დივიზიონში დაქვეითდა.

0.122632