იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, ალესიო ჩერჩი, მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა – იუწყება “როხიბლანკოს” ოფიციალური ვებგვერდი.
27 წლის იტალიელი ფეხბურთელი “ატლეტიკოში” სამი სეზონი ითამაშებს. ტრანსფერის ღირებულება კი, დაახლოებით 19 მილიონი ევროა. ალესიო სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.
ჩერჩი “ტორინოში” 2012 წლიდან თამაშობდა და 72 შეხვედრაში 21 გოლის გატანა მოახერხა.
ირაკლი ალიმბარაშვილი