საერთაშორისო გამოცემამ, Goal.Com-მა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც 2-2 მოთამაშე მოხვდა “პორტოდან” და “დორტმუნდიდან”. დანარჩენი 7 მოთამაშე სხვადასხვა კლუბში თამაშობს.
პირველი ტურის გუნდი შემდგენაირად გამოიყურება:
მეკარე: ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”);
მცველები: მარიო სერჟიო (“აპოელი”), ნევენ სუბოტიჩი (“დორტმუნდი”), ჟერომ ბოატენგი (“ბაიერნი”), ალექს სანდრო (“პორტო”);
ნახევარმცველები: აქსელ ვიტსელი (“ზენიტი”), ხამეს როდრიგესი (“რეალი”), იესინ ბრაჰიმი (“პორტო”), ჟერვინიო (“რომა”);
თავდამსხმელები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”), პიერ ობემიანგი (“დორტმუნდი”).
ირაკლი ალიმბარაშვილი