როგორც ინგლისელი სოციოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ევროპაში რიგით მოქალაქეებს ყველაზე მატად ის მუსიკა მოსწონთ, რომელიც ხშირად ესმით და რომელიც ტელეარხების საშუალებით ყველაზე მეტჯერ ჟღერს ხოლმე.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ყველაზე ცნობადია სატელეფონო ფირმა “ნოკიას“ ცნობილი ზარი. მას მენდელსონის ცნობილი საქორწინო მარში მოჰყვება და ასე შემდეგ..
სპორტის ქომაგთათვის საინტერესო კი ისაა, რომ ყველაზე ცნობად 10 მელოდიას შორის, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნიც დასახელდა. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მუსიკა გამოკითხული ადამიანების 53-მა პროცენტმა იცნო, რაც დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი ციფრია. მოდით კიდევ ერთხელ მოვუსმინით ამ მელოდიას და განვსაჯოთ - იმსახურებს თუ არა იგი ასეთ დიდ ცნობადობას...
http://www.youtube.com/watch?v=rRDdzVsgrKM&feature=player_embedded