ორშაბათს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) – “ბარსელონა” (ესპანეთი)
“ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) – “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
“მილანი” (იტალია) – “ატლეტიკო” (ესპანეთი)
“ლევერკუზენი” (გერმანია) – პსჟ (საფრანგეთი)
“გალათასარაი” (თურქეთი) – “ჩელსი” (ინგლისი)
“შალკე” (გერმანია) - “რეალი” (ესპანეთი)
“ზენიტი” (რუსეთი) – “დორტმუნდი” (გერმანია)
“არსენალი” (ინგლისი) – “ბაიერნი” (გერმანია)
პირველი მატჩები 18/19 და 25/26 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 11/12 და 18/19 მარტს.