კალათბურთი

17:29 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა ერთპიროვნულ ლიდერს მოუგო

მიმდინარე საკალათბურთო ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი “შსს აკადემია” და დაკარგული ქულებით ერთპიროვნული ლიდერი “დინამო” დაუპირისპირდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ “დინამო” ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო “შსს აკადემია” სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფავორიტად “დინამო” ითვლებოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ამ უკანასკნელის უპირატესობით დაიწყო და ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა პირველი ტაიმი 8 ქულის სხვაობით 42:34 მოიგო. მეორე ტაიმში ძალოვნები გამოცოცხლდნენ, თამაში უფრო დაალაგეს, უპირატესობას დაეუფლნენ და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 67:63 “შსს აკადემიას” სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ “შსს აკადემიას” მთავარ მწვრთნელად არჩილ ჟღენტის მოსვლის შემდეგ, გუნდმა თამაში აშკარად გამოაცოცხლა და საპრიზო ადგილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პირველი ადგილის და ჩემპიონობის მოპოვების კანდიდატად იქცა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა “შსს აკადემიას” სერბმა ლეგიონერმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა მილე ილიჩმა დააგროვა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.

დინამოელთა შორის ყველაზე შედეგიანი ილიჩის თანამემამულე, მძიმე ფორვარდი მილოშ პესიჩი იყო, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.

მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია

არჩილ ჟღენტი (“შსს აკადემია”): “ჩემს გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას. მადლობა მინდა გადავუხადო, ჩემი გუნდის კალათბურთელებთან ერთად, ჩემს თანაშემწეებს გიორგი ნიკოლაძეს და დავით არეშიძეს, რომლებმაც სწორი რჩევები მომცეს და შედეგიც სახეზეა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ “შსს აკადემია” შეკრული გუნდია და ყველა ვიზიარებთ ერთმანეთის შეხედულებას ამა თუ იმ მატჩზე. მოგების მიუხედავად, იყო შეცდომები, რომლებსაც მომდევნო შეხვედრებში გამოვასწორებთ და ვეცდებით ჩვენი გულშემატკივრები მომავალ შეხვედრებშიც გავახაროთ”.

ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ მეტოქეს ამ გამარჯვებას. ფაქტია, რომ ჩავარდნა გვაქვს და ქვემოთ მივდივართ, რომელიც თასის ნახევარფინალურ სერიაში “სოხუმთან” წაგების შემდეგ დაიწყო. ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით თუ რა არის ამ ჩავარდნის მიზეზი. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩავარდნა ნებისმიერ გუნდს შეიძლება ქონდეს და გამორიცხული არც ჩვენი ჩავარდნაა. მომავალში ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ ეს შეცდომები და ის თამაში ვაჩვენოთ, რომელიც პირველ წრეში და მე-2 წრის დასაწყისში ვაჩვენეთ”.

ამჟამად მიმდინარეობს “ოლიმპი” – “ქუთაისი-2010”-ის შეხვედრა.

 

 

ქ. თბილისი შსს აკადემია 67 - 63 დინამო 15.03.14, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
შსს აკადემია 20 14 16 17 67
დინამო 22 20 8 13 63
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 ბექა ჩიკვილაძე * 26:04 2 2 100 3 5 60 3 3 100 2 3 5 5 2 2 1 1 16
7 ლექსო ლაფანაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 13:10 0 3 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 0 0 0
9 ილია ლონდარიძე * 27:24 3 10 30 0 0 0 0 2 0 2 5 7 3 3 1 1 1 6
10 მილე ილიჩი * 38:11 8 12 66.7 0 0 0 3 4 75 1 7 8 0 2 2 2 2 19
11 ლერი კვანტალიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 აკაკი ლომოური 14:25 0 0 0 1 3 33.3 0 0 0 2 0 2 0 2 0 0 0 3
23 შოთა გელაზონია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
24 პერიშ ბრაუნი * 27:55 1 5 20 1 5 20 1 2 50 1 5 6 2 1 2 3 0 6
30 რევაზ როგავა 26:01 2 7 28.6 1 2 50 0 0 0 1 3 4 6 2 1 1 0 7
33 კოკა ტომარაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
34 ლევან ფაცაცია 26:50 3 8 37.5 1 3 33.3 1 2 50 1 5 6 3 2 1 1 1 10
0 2 2 0 0 0 0 0 0
19 47 40.43 7 19 36.84 8 13 61.54 10 30 40 19 14 11 9 5 67
 
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 37:28 1 6 16.7 0 3 0 1 1 100 0 8 8 9 2 1 2 0 3
5 იოსებ ლეჟავა 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 ქიენ კარტერი * 29:54 7 12 58.3 0 2 0 0 0 0 3 4 7 0 3 3 0 2 14
7 ბესიკ ლეჟავა * 31:58 1 4 25 3 9 33.3 0 0 0 0 2 2 4 3 2 1 0 11
9 იოსებ ბიბილური 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ზეზვა ლილუაშვილი 01:09 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 სტევან მილოშევიჩი * 30:12 7 14 50 0 0 0 1 2 50 2 6 8 0 2 3 1 2 15
12 მილოშ პესიჩი 22:30 5 7 71.4 1 1 100 3 4 75 1 4 5 1 3 1 0 0 16
13 მიხეილ ჭოჭუა 21:02 0 1 0 1 3 33.3 0 0 0 0 2 2 1 1 3 0 0 3
15 ზვიად ანთაძე * 13:08 0 1 0 0 2 0 0 0 0 2 1 3 1 3 0 0 0 0
20 გიორგი ორმოცაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
24 ბოსკო სტოიაკოვიჩი 12:39 0 1 0 0 0 0 1 2 50 1 1 2 2 2 0 0 0 1
3 3 6 0 0 0 1 0 0
21 46 45.65 5 20 25.00 6 9 66.67 12 31 43 18 19 14 4 4 63
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები:მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, ირაკლი ბერიშვილი

კომისარი:მერაბ რატიშვილი

superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

0.426897