ფეხბურთი

3:57 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა ბუნდესლიგა 3 ქულით გახსნა

გერმანიის ბუნდესლიგის მოქმედმა ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნმა“ ახალი სეზონი „ვოლფსბურგთან“ მატჩით დაიწყო და პირველი 3 ქულაც ჩაიწერა. პეპ გვარდიოლას შეგირდები მატჩის საწყის წუთებში პერიოდულად აქტიურობდნენ, საწადელს კი, 37-ე წუთზე მიაღწიეს - არიენ რობენმა ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მეტოქე და ტომას მიულერს გადააწოდა ბურთი, გერმანელმა კი, ზუსტად დაარტყა და „რეკორდმაისტერი“ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გაიყვანა.

შესვენებიდან დაბრუნებული მიუნხენელები შეტევაში გადავიდნენ და რობენის შედეგიანი დარტყმით, 2-ბურთიანი უპირატესობაც მოიპოვეს. „ვოლფსბურგს“ ფარ-ხმალი არ დაუყრია და შეტევაშიც გადავიდა. ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, „მგლების“ ვეტერანმა ფორვარდმა ივიცა ოლიჩმა გამოანათა - ხორვატმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაჰკრა და ძალზე ეფექტური გოლი ჩაიწერა - 2:1.

მატჩის დასრულებამდე, სტუმრები ქულის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ მანუელ ნოიერის კარი ვეღარ აიღეს. შედეგად, გამარჯვება „ბაიერნს“ დარჩა.

 

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000 მაყურებელი

ბაიერნი - ვოლფსბურგი 2:1 (1:0)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ალაბა, ბადშტუბერი, დანტე, ბერნატი, რობენი, გიოტცე (შაქირი 62), გაუდინო (ჰეიბერგი 90), მიულერი, ლევანდოვსკი (როდე 79).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ვოლფსბურგი: გრიუნი, ნალდო, იუნგი, როდრიგესი, კნოხე, ჰანტი (არნოლდი 46), გუსტავო (მალანდა-ატიე 72), ვიეირინია (კალიჯური 60), გილიავოგი, დე ბრეინე, ოლიჩი.

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 მიულერი (37), 2:0 რობენი (47), 2:1 ოლიჩი (53)

გაფრთხილებები: ლუის გუსტავო (68), არნოლდი (87)

მთავარი არბიტრი: ფელიქს ცვაიერი

0.118338