კალათბურთი

23:06 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის მეოთხედფინალი

 ...მეოთხე პერიოდის დასასრულამდე 30-ოდე წამით ადრე ხორვატები საფრანგეთს 2 ქულამდე მიუახლოვდნენ და სამფეროვანთა უზუსტო შეტევის შემდეგ ბურთსაც დაეუფლნენ. ბალკანელებმა გადამწყვეტი ტყრორცნის შესრულება მატჩის ყველაზე შედეგიან კალათბურთელს ბოიან ბოგდანოვიჩს მიანდეს, მაგრამ სამხრეთსლავთა ჩუბინმა ამჯერად სამქულიანი გააცუდა და მერვედფინალის ბედიც ფრანგთა სასარგებლოდ გადაწყდა – დარჩენილ დროში ვენსან კოლეს შეგირდებმა ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

პირველ პერიოდში ფრანგებმა 16 ტყორცნიდან ზუსტად მხოლოდ სამჯერ გაისროლეს, მატჩის შუაწელში კი 39:15 სპურტი მოაწყვეს. დასკვნით მეოთხედში კვლავ სერბებმა იყოჩაღეს, თუმცა, საბოლოო წარმატება მაინც ევროპის მოქმედ ჩემპიონს ხვდა წილად.

მეოთხედფინალში საფრანგეთი მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტის ესპანეთის და სენეგალის წყვილში მოგებულს შეხვდება. დიდი ალბათობით, ფრანგები და ესპანელები მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონტზეკიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ჯგუფური ეტაპის მატჩი პირენელებმა 88:64 მოიგეს. 

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში

მერვედფინალი

მადრიდი. “პალასიო დე დეპორტესი”

საფრანგეთი – ხორვატია 69:64 (7:15, 16:7, 23:12, 23:30)

საფრანგეთი: ბატუმი (14ქ, 4ჩ), ფურნიე (13ქ), ჟელაბალი (11ქ, 6მ), ერტელი (10ქ, 4პ), ლოვერნი (8ქ), პიეტრუსი (6ქ), დიაო (3ქ, 5მ, 5პ), გობერი (2ქ, 2დ), დიო (2ქ, 3პ), ჯექსონი.

ხორვატია: ბოგდანოვიჩი (27ქ, 6მ), ტომიჩი (17ქ, 6მ), სიმონი (6ქ), შარიჩი (4ქ, 7მ, 3ჩ), მარკოტა (3ქ), რუდეჟი (3ქ), ლაფაიეტი (2ქ, 6პ), ზორიჩი, უკიჩი.  

0.11516