პარასკევს დილით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მხოლოდ 2 მატჩი ჩატარდა. “ნიუ იორკ ნიქსმა” მომგებიანი სერია სამამდე აიყვანა და ლიგის მოქმედი ჩემპიონი “მაიამი ჰითი” 102:92 დაამარცხა.
ცხადია, გასული შეხვედრა მეტოქეთა აღიარებული ვარსკვლავების პირად დუელად იქცა. საბოლოოდ, ლებრონ ჯეიმსმა 32 ქულას 5 მოხსნა და 6 პასი წაამატა, ხოლო კარმელო ენტონის მონაგარი 29 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი გახლდათ.
რასელ უესტბრუკის არყოფნაში უჭირს დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “სანდერს”. ოკლაჰომელებმა დენვერის “პეპსი სენთერში” “ნაგეთსთან” 88:101 წააგეს და ისინი ვერც კევინ დიურანტის ჩინებულმა გარჯამ იხსნა, რომელმაც 28 წუთში 30 ქულა ჩააგდო.
ნიუ იორკი – მაიამი 102:92 (21:27, 22:21, 32:23, 27:21)
ნიუ იორკი: ენტონი (32 ქ. 8 მ.), ბარნიანი (19 ქ.), ფელტონი (13 ქ. 14 პ.), შამპერტი (12 ქ. 9 მ.), მარტინი (7 ქ.); სტაუდმაიერი (14 ქ. 11 მ.), ჰარდუეი (5 ქ.), მარი (3 ქ.).
მაიამი: ჯეიმსი (32 ქ. 6 პ.), უეიდი (23 ქ.), კოული (12 ქ.), ლუისი (6 ქ.), ბოში (6 ქ. 9 მ.); ალენი (6 ქ.), ბიზლი (5 ქ.), ანდერსენი (2 ქ.), მეისონი.
დენვერი –
დენვერი: ფოი (24 ქ.), ლოუსონი (16 ქ. 7 მ. 14 პ.), მილერი (9 ქ.), ფარიდი (9 ქ. 14 მ.), ჰიკსონი (4 ქ. 12 მ.); ფურნიე (19 ქ.), მოზგოვი (7 ქ.), რობინსონი (6 ქ.), არტური (4 ქ.), ჰემილტონი (3 ქ.), რენდოლფი.