ჩოგბურთი

11:44 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი ორსეტიანი მოგებით იწყებს

 ქალთა კლასიფიკაციის პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა აშშ-ის ღია პირველობის საჩემპიონო ტიტულის დაცვა 18 წლის თანამემამულე ტეილორ თაუნსენდის 6:3, 6:1 დამარცხებით დაიწყო. მომდევნო სტადიაზე უილიამს-უმცროსი ამერიკელ ვანია კინგს დაუპირისპირდება, რომელმაც ტურნირს იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე ჩამოაშორა.

სერენამ 55 წუთი მოანდომა თაუნსენდის წინააღმდეგობის დაძლევას, მატჩი შემდეგ კი განაცხადა: “ტეილორი მეტად კარგი და პერსპექტიული ჩოგბურთელია. მას წინ დიდი მომავალი ელის. თაუნსენდს კარგად ეხერხება ბადესთან კარგი თამაში და ორივე ხელით სოლიდურად ასპარეზობს”.

სერენა უილიამსმა ჯერჯერობით წლევანდელ სადიდსლემო შეჯიბრებებზე მეოთხედფინალში გასვლა ვერ მოახერხა და თუ ეს აშშ-ის ღია ჩემპიონატზეც ვერ შეძლო, შესაძლოა, რეიტინგში მოწინავე პოზიცია დათმოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მიმდინარე ტურნირს სიმონა ჰალეპი ან პეტრა კვიტოვა მოიგებს და სერენა მერვედფინალში დამარცხდება.

0.116101