კალათბურთი

1:51 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი მასპინძელმა დაამარცხა

 ევროპის ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღე ბრწყინვალე მატჩით დაგვირგვინდა. ყველასთვის მოულოდნელად ტურნირის მასპინძელმა სლოვენიამ კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა. სანახაობრივი ასპექტით ეს მატჩი ნებისმიერი რანგის ტურნირს დაამშვენებდა.

მარცხის მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ ქების ღირსია საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. ჩვენი ნაკრების უკანახაზელი გიორგი ცინცაძე კი 5 სექტემბერს ჩატარებულ მატჩებში 25 ქულით ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. 2 დღის მონაცემებით კი გიორგი შედეგიან გადაცემათა საშუალო მაჩვენებლით (6.0) მეხუთეა. ასევე მეხუთეა, ოღონდ საშუალო შედეგიანობის მაჩვენებლით, ვიქტორ სანიკიძე (19.0 ქულა).

 A ჯგუფი

 საფრანგეთი – დიდი ბრიტანეთი 88:65 (26:14, 19:23, 26:11, 17:17)

საფრანგეთი: ბატუმი (17ქ), პარკერი (16ქ, 5პ), ჟელაბალი (11ქ), დე კოლო (11ქ), აჟინკა (10ქ, 11მ).

დიდი ბრიტანეთი: კლარკი (16ქ), ვან ოსტრუმი (13ქ), ჰესონი (8ქ, 7მ).

 სატურნირო მდგომარეობა: უკრაინა 4 ქულა, საფრანგეთი 3, დიდი ბრიტანეთი 3, გერმანია 3, ბელგია 3, ისრაელი 2.

  B ჯგუფი

 ლიტვა – მაკედონია 75:67 (20:15, 19:18, 18:17, 18:17)

ლიტვა: კალნიეტისი (17ქ, 6მ, 5პ), მაჩიულისი (14ქ), ვალანჩიუნასი (11ქ, 7მ), მოტეიუნასი (11ქ).

მაკედონია: ვლადო ილიევსკი (13ქ), ანტიჩი (12ქ, 8მ), მაკალები (11ქ).

 სატურნირო მდგომარეობა: სერბეთი 4, ლატვია 4, ჩერნოგორია 3, ლიტვა 3, მაკედონია 2, ბოსნია 2.

 C ჯგუფი  

 სლოვენია – ესპანეთი 78:69 (9:14, 16:19, 27:18, 26:18)

 ჩეხებთან უსახური გამოსვლის შემდეგ სლოვენიის ნაკრებმა მართლაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ევრობასკეტ-2013-ის მასპინძლები არცერთ საკალათბურთო ასპექტში არ ჩამორჩნენ კონტინეტის მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე ტურნირის უპირველეს ფავორიტს, სისწრაფითა და ენთუზიაზმით კი ბოჟიდარ მალიკოვიჩის ბიჭებმა ხუან ორენგას შეგირდებს აჯობეს. მატჩის დასკვნით სამწუთნახევარში სლოვენიელებმა ესპანელებს 11:1 (!) მოუგეს და როგორც პრაქტიკული, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

 სლოვენია: გორან დრაგიჩი (18ქ, 6მ, 7პ), ბოსტიან ნახბარი (14ქ, 2მ), ზორან დრაგიჩი (12ქ, 1მ, 1პ), ლორბეკი (5ქ, 2მ), ვიდმარი (5ქ, 2მ), ბეგიჩი (6ქ, 5მ, 1პ), სლოკარი (2ქ, 1მ), ლაკოვიჩი (7ქ, 1პ), ბალაჟიჩი (3ქ, 2მ, 1პ), იოკსიმოვიჩი (1მ), მურიჩი (6ქ, 1მ, 2პ), ბლაჟიჩი (2მ).

ესპანეთი: მარკ გასოლი (17ქ, 7მ, 2პ), კალდერონი (14ქ, 4მ, 1პ), მუმბრუ (4ქ, 2მ), რუბიო (6ქ, 1მ, 1პ), აგილარი (5ქ, 1მ), ფერნანდესი (5ქ, 4მ, 1პ), როდრიგესი (7ქ, 2მ, 1პ), რეი (3ქ, 1მ, 1პ), კლავერი (3ქ, 6მ), სან ემეტერიო (3ქ, 1მ), ლული (2ქ, 2მ, 5პ).

 სატურნირო მდგომარეობა: სლოვენია 4, ესპანეთი 3, საქართველო 3, ხორვატია 3, ჩეხეთი 3, პოლონეთი 2.

 D ჯგუფი

 საბერძნეთი – რუსეთი 80:71 (16:21, 25:13, 21:13, 18:24)

საბერძნეთი: სპანულისი (11ქ), კაიმაკოღლუ (11ქ), მავროკეფალიდისი (10ქ, 6მ), პაპანიკოლაუ (10ქ), პერპეროღლუ (10ქ).

რუსეთი: შვედი (17ქ), კარასიოვი (10ქ, 7მ).

 სატურნირო მდგომარეობა: იტალია 4, ფინეთი 4, საბერძნეთი 4, რუსეთი 2, თურქეთი 2, შვედეთი 2.

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.212081