მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ვერცხლის სინი უკვე გაინაღდა, მაგრამ ეს მის თამაშზე მაინც არ აისახება. დღეს, „რეკორდმაისტერმა“ „ნიურნბერგს“ უმასპინძლა და შინ უშანსოდ გაისტუმრა.
იუპ ჰაინკესის გაწვრთნილები მატჩის დებიუტშივე დაიწნაურდნენ და უპირატესობა ხელიდან აღარც გაუშვიათ. მე–5 წუთზე, ჟერომ ბოატენგმა ეფექტური დარტყმით აიღო ნიურნბერგელთა კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. რამდენიმე წუთში, მარიო გომესი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და მეკარისაგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი – 2:0.
ცხადია, ამის შემდეგ მიუნხენელთა გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა. მასპინძლებმა ეს არ იკმარეს და სტუმართა კარი კიდევ 2–ჯერ აიღეს – ჯერ რაფინიამ გამოიჩინა თავი, შემდეგ კი, შერდან შაქირიმ დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან დაჰკრა და ანგარიში 4:0 გახადა.
უკანასკნელი 2 სეზონის გამარჯვებული „დორტმუნდი“ „ფიურტს“ ეწვია და მისგან ქვა–ქვაზე არ დატოვა. იურგენ კლოპის შეგირდები 90 წუთის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ტაბლოზეც ნათლად აისახა. მე–12 წუთზე, მარიო გიოტცემ მეტოქე ჩამოიშორა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა, სამიოდ წუთში კი, ილკაი გუნდოგანმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკის პასი დაუფასა და დორტმუნდელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
„ფიურტს“ ყოველგვარი იმედი გადაეწურა და გასარკვევი ისღა იყო, რამდენ გოლს გაიტანდა „დორტმუნდი“. მოგვიანებით, თავად ბლაშჩიკოვსკიც გამოირჩა, შემდეგ კი, გუნდოგანმა გაისროლა საჯარიმოს მისადგომებიდან და დუბლი გაიფორმა – 0:4. ტაიმის უკანასკნელ წუთზე, მარიო გიოტცეს დარტყმულმაც მიაღწია მიზანს და ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა.
მე–2 ტაიმში, „ფიურტმა“ ედგარ პრიბის გოლის წყალობით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკიმ „დორტმუნდს“ კვლავ 5–ბურთიანი უპირატესობა დაუბრუნა და ტაბლოზეც 1:6 დაფიქსირდა.
გელზენკირხენში, ადგილობრივი „შალკე“ „ლევერკუზენს“ დაუხვდა და უხვგოლიან მატჩში, ქულა მოიპოვა. პირველი ტაიმის მიწურულს, სიმონ როლფესმა თავური დარტყმით დააწინაურა „ბაი არენას“ ბინადრები და თავისი გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმში, მიხალ კადლეცმა დაჰკრა შედეგიანად და ანგარიში 0:2 გახადა, რითაც „შალკე“ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მიუხედავად ამისა, „ხუმარები“ გონს მალევე მოეგნენ და ქულა გადაარჩინეს. 71–ე წუთზე, ტეემუ პუკიმ მეკარის მიერ უხეიროდ მოგერიებულ ბურთს დაამატა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მოგვიანებით კი, რაფაელმა გაიტანა და ანგარიში 2:2 გახადა.
ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა, „ვოლფსბურგისა“ და „ჰოფენჰაიმის“ დაპირისპირებაშიც. თამაში მეტ–ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რაც ტაბლოზეც შესაბამისად აისახა. მე–13 წუთზე, ვოლფსბურგელები მაქსიმილიან არნოლდის გოლით წინ გავიდნენ, მაგრამ უპირატესობა დიდ ხანს ვერ შეინარჩუნეს – სეიად სალიჰოვიჩმა თერთმეტმეტრიანით აღადგინა წონასწორობა. 63-ე წუთზე, ანდრეას ბეკმა მარჯვენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია, მარცხენა ფეხზე გაისწორა ბურთი და უძლიერესი დარტყმა შეასრულა, მეკარე კი, უძლური აღმოჩნდა – 1:2.
საბოლოოდ, კუთხურისას შეტევაში ჩართულმა ნალდომ თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში და „ვოლფსბურგს“ ქულა მოუტანა – 2:2.
მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000
ბაიერნი – ნიურნბერგი 4:0 (3:0)
ბაიერნი: შტარკე, ვან ბუიტენი, რაფინია, ბოატენგი, კონტენტო, კანი, რიბერი, ტიმოშჩუკი, შაქირი (ჰეიბერგი 70), პისარო, გომესი.
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, ნილსონი, კლოზე (პლატენჰარდტი 55), ფოილნერი, ბალიჩი, კიოტაკე, სიმონსი, ეშვაინი, პეკჰარტი (ჩენდლერი 46), ფრანცი (ილდიზი 82).
მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი
გოლები: 1:0 ბოატენგი (5), 2:0 გომესი (17), 3:0 რაფინია (24), 4:0 შაქირი (56)
გაფრთხილებები: რაფინია (47) – ნილსონი (44), პინოლა (70)
კარში დარტყმა: 17 (12) – 8 (4) ჯარიმა: 10 - 13 კუთხური: 12 - 4 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 5 – 9
მაინცი. „კოფას არენა“. 34000
მაინცი – ჰამბურგი 1:2 (0:0)
მაინცი: ვეტკლო, ნოვესკი, სვენსონი (კირჰგოფი 46), პოსპეხი, დიასი, სოტო, ივანშიცი, ბაუმჰარტლინგერი, რისე (ზიმლინგი 46), მიულერი (პარკერი 65), სალაი.
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, მანსენი, დიკმაიერი, იანსენი, ვან დერ ვარტი (რუდნევი 90), შელბრედი (რინკონი 84), ირაჩეკი (აოგო 86), ბადელი, არსლანი, ჰიუნ–მინი.
მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი
გოლები: 0:1 ჰიუნ–მინი (61), 0:2 ჰიუნ–მინი (81), 1:2 პარკერი (86)
გაფრთხილებები: ზიმლინგი (89), ივანშიცი (90) – ვესტერმანი (74)
კარში დარტყმა: 8 (3) – 8 (5) ჯარიმა: 15 - 16 კუთხური: 2 - 1 თამაშგარე: 5 - 3 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 2 – 2
დიუსელდორფი. „ესპრიტ არენა“. 54600
ფორტუნა – ვერდერი 2:2 (1:1)
ფორტუნა: გიფერი, ვან დენ ბერგი, ბალოგუნი, მალეზასი, ლატკა, ბელინგჰაუზენი, ლამბერცი, ფინკი, კრუზი, შაჰინი (პაურევიჩი 85), რაიზინგერი (ომაე 81).
მწვრთნელი: ნორბერტ მაიერი
ვერდერი: მილიცი, ლუკიმია–მულონგოტი, პრედლი, სელასი, პავლოვიჩი, იუნუზოვიჩი, ბარგფრედე, კროოსი (ელია 63), დე ბრეინე, პეტერსენი, არნაუტოვიჩი.
მწვრთნელი: ტომას შააფი
გოლები: 1:0 რაიზინგერი (2), 1:1 იუნუზოვიჩი (16), 2:1 რაიზინგერი (48), 2:2 ლატკა (71ს.კ)
გაფრთხილებები: კრუზი (32) – კროოსი (6), არნაუტოვიჩი (8), პავლოვიჩი (83)
კარში დარტყმა: 5 (3) – 9 (5) ჯარიმა: 21 - 23 კუთხური: 3 - 1 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 6 – 3
ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 24221
ვოლფსბურგი – ჰოფენჰაიმი 2:2 (1:1)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, კიაერი (მადლუნგი 46), როდრიგესი, პოლაკი, დიეგო, ჰასებე, ვიეირინია (ჰელმესი 75), მედოევიჩი, არნოლდი (დოსტი 67), ოლიჩი.
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, დელპიერი, ჯონსონი, ვესტერგორი, პოლანსკი, ვაისი, სალიჰოვიჩი (რუდი 69), ფირმინო (ოქსი 80), შიპლოკი (ლუდვიგი 58), ფოლანდი.
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
გოლები: 1:0 არნოლდი (13), 1:1 სალიჰოვიჩი (35), 1:2 ბეკი (63), 2:2 ნალდო (86)
გაფრთხილებები: არნოლდი (41), მედოევიჩი (43) – ფირმინო (45)
კარში დარტყმა: 11 (5) – 9 (5) ჯარიმა: 22 - 25 კუთხური: 2 - 4 თამაშგარე: 4 - 6 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 3 – 2
ფიურტი. „ტროლი არენა“. 18000
ფიურტი – დორტმუნდი 1:6 (0:5)
ფიურტი: ჰესლი, კლიანე, ზობიხი, ბაბა (პლედლი 38), ვარგა (გეისი 46), პრიბი, სარარერი (აზემი 82), ფიურსტნერი, პეცოსი, კლაუსი, ჯურჯიჩი.
მწვრთნელი: ფრანკ კრამერი
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, პიშჩეკი, სანტანა, კელი (შიბერი 61), შაჰინი, ბლაშჩიკოვსკი, გროსკროიცი, გუნდოგანი (ლაიტნერი 69), გიოტცე (ბიტენკორტი 46), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 0:1 გიოტცე (12), 0:2 გუნდოგანი (15), 0:3 ბლაშჩიკოვსკი (28), 0:4 გუნდოგანი (33), 0:5 გიოტცე (45), 1:5 პრიბი (71), 1:6 ლევანდოვსკი (80)
გაფრთხილება: სანტანა (75)
კარში დარტყმა: 12 (4) – 15 (12) ჯარიმა: 11 - 11 კუთხური: 1 - 5 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 6 – 3
გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 62000
შალკე – ლევერკუზენი 2:2 (0:1)
შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლაზინაკი, ბასტოსი (მაიერი 85), რაფაელი, მორიცი (ფუკსი 66), ჰიოგერი, დრაქსლერი, მარიკა (პუკი 66).
მწვრთნელი: იენს კელერი
ლევერკუზენი: ლენო, კადლეცი, ტოპრაკი, ვოლშაიდი, კარვახალი, კასტრო (ჰოსოგაი 83), როლფესი, სემი (ჰეგელერი 71), ბენდერი, კისლინგი, შიურლე (შვაბი 88).
მწვრთნელი: სამი ჰიპია
გოლები: 0:1 როლფესი (39), 0:2 კადლეცი (58), 1:2 პუკი (71), 2:2 რაფაელი (87)
გაფრთხილებები: ფუკსი (69), მატიპი (90) – კადლეცი (45), ჰეგელერი (82), ლენო (89)
გაძევება: ტოპრაკი (86)
კარში დარტყმა: 12 (8) – 12 (7) ჯარიმა: 11 - 12 კუთხური: 7 - 7 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 5 – 7