ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგის სეზონის დასრულებას კლუბის გამორჩეული მოთამაშეების დაჯილდოების ცერემონიალი მოაყოლა. გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ნახევარმცველი ედენ აზარი გახდა. თავად ფეხბურთელებმა კი საუკეთესოდ მცველი სესარ ასპილიკუეტა დაასახელეს.
შეგახსენებთ, 2012-2013 წლების სეზონში ანალოგიურ გამოკითხვაში გულშემატკივართა და ფეხბურთელთა რჩეული ხუან მატა გახდა, რომელიც იანვარში „ჩელსიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაუშვა.