ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ პრემიერლიგის 28-ე ტურში “ფულემის” 3:1 ძლევის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შესვენებაზე შეგირდებისთვის ხმა არ გაუცია. შეგახსენებთ, “ჩელსიმ” მეტოქის კარში სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა.
“პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. მეორეში კი სისწრაფეს მოვუმატეთ და ორთაბრძოლების მოგებაც დავიწყეთ. შესვენებაზე ბიჭებისთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს. ეს გადაწყვეტილება პრინციპულად მივიღე, რადგან საუბარი რომ დამეწყო, 20 წუთიც არ მეყოფოდა” – აღნიშნა მოურინიუმ.