ლონდონის “ჩელსი” ლისაბონის “ბენფიკას” ნახევარმცველის – ნემანია მატიჩის შეძენითაა დაინტერესებული. Daily Mail-ის ცნობით, ლონდონელები 25 წლის სერბის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო სეზონშივე ეცდებიან.
“ჩელსის” წარმომადგენლები ნახევარმცველი აგენტს უახლოეს შაბათ-კვირას შეხვდებიან და ტრანსფერის შესახებ ისაუბრებენ. ამის შემდეგ, მოლაპარაკება “ბენფიკას” ხელმძღვანელობასთან დაიწყება.
რამდენადაც ცნობილია, “ბენფიკა” მატიჩს 25 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს.