ფეხბურთი

19:53 | 5.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” ტორგან აზარი “გლადბახში” გაანათხოვრა

 

ედენ აზარის უმცროსი ძმა ტორგან აზარი, მომდევნო სეზონს გერმანულ “გლადბახში” გაატარებს. ეს ინფორმაცია მიონხენგლადბახურმა გუნდმა დაადასტურა.

ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი “ჩელსიში” 2012 წელს გადავიდა. წინა 2 სეზონი მან “ზულტეში” არენდის წესით გაატარა. ბელგიური გუნდის მაისურით მან 90-ჯერ ითამაშა, 22 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა. აზარი მომდევნო სეზონშიც განათხოვრებული იქნება, მაგრამ ამჯერად უფრო ძლიერ ჩემპიონატში – ის ბუნდესლიგაში, “გლადბახში” ითამაშებს.

0.320004