ფეხბურთი

10:37 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” “სიტის” კლასით აჯობა

ტურის მთავარ მატჩში ”ჩელსიმ” “სიტის” აჯობა, ჟოზე მოურინიუმ კი - მანუელ პელეგრინის. დაიმსხვრა “სიტის” საკუთარ “ეტიჰედზე” უძლეველობის მითი. წლევანდელ სეზონში “ქალაქელებს” შინ ყველა – 11-ვე შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და ამჯერად უშუალო კონკურენტთან წააგეს. თამაშის წინ მოურინიო ამბობდა: ბევრს შევუტევთ და გავიმარჯვებთო. თუმცა, ეს სიტყვები, როგორც სჩვევია, მოუს პელეგრინის გასაბრაზებელ ნათქვამად ჩაუთვალეს. მაგრამ თურმე პორტუგალიელი არ ხუმრობდა. “არისტოკრატებმა” დაამტკიცეს, რომ დღეისათვის “სიტიზე” გაცილებით მეტი კლასი აქვთ.

მასპინძლებმა დასაწყისშივე მოინდომეს თავის გამოჩენა და სწრაფი გოლის გატანა სცადეს, მაგრამ სტუმრებმა ამ ტაქტიკას ალღო მალე აუღეს და თავად უპასუხეს შეტევებით. რამირესს შეეძლო გატანა, მაგრამ ჰარტმა იყოჩაღა. 32-ე წუთზე კი გოლი მაინც გავიდა, “სიტის” დაცვა აზარის (უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის) გადაადგილებებს დარაჯობდა და ამ დროს ბრანისლავ ივანოვიჩი გამოეპარათ, რომლმაც საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით შორეულ კუთხეში გაიტანა. პირელივე ტაიმში ეტო’ოს შეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბუთი ძელს მოარტყა. შესვენების შემდეგ უვე მატიჩმა და დავიდ სილვამ მოუსინჯეს გემო ძელ-ხარიხებს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ლონდონელთა შესანიშნავ გუნდურ თამაშს მანჩესტერელებმა ვერაფერი მოუხერხეს.

მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა ჟურნალისტებს უთხრეს:

მანუელ პელეგრინი: “ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო. მეტოქემ ლამაზი გოლი გაგვიტანა. ჩვენც გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ მათ გვაჯობეს. ერთსაც ვიტყვი: აგუეროს, ნასრის, ფერნანდინიოსა და ხავი გარსიას გარეშე ძალიან გაგვიჭირდა.”

ჟოზე მოურინიო: “ვფიქრობ, ფანტასტიკურად ვითამაშეთ. ახალ გუნდს ვაშენებთ და ამ პროცესში ფავორიტთა შორის ყოფნა ნამდვილად სასიამოვნოა. დღეს იმიტომ გავიმარჯვეთ, რომ უკეთესად ვითამაშეთ. შეგვეძლო თამაში ჩაგვეკეტა, დაცვიდან გვეთამშა, მაგარამ მაინც გახსნილი ფეხბურთი ვარჩიეთ.”

 

მანჩესტერ სიტი – ჩელსი 0:1 (0:1)

მანჩესტერი. “ეტიჰედი.” 47 364

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, საბალეტა, კოლაროვი, ნასტასიჩი, დავიდ სილვა, იაია ტურე, ხესუს ნავასი, ნეგრედო (იოვეტიჩი 57), ჯეკო

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ვილიანი (ობი მიკელი 90+2), რამირესი, მატიჩი, აზარი (ბა 90+4), ეტო’ო (ოსკარი 83)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

გოლი: 0:1 ივანოვიჩი (32)

გაფრთხილება: დემიკელისი (37), კოლაროვი (42), ნასტასიჩი (87); ივანოვიჩი (33), მატიჩი (40), ვილიანი (90+2)

მსაჯი: მაიკლ დინი

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 5(14)-8(4), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 12-6, თამაშგარე: 0-4, სეივი: 5-3

0.136125