ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ წინასწარი გადაწყვეტილება შეცვალა და ცენტრალურ ნახევარმცველ ფრენკ ლამპარდს გუნდში დარჩენას სთავაზობს. ბრიტანული სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლამპარდს ახალ ერთწლიან კონტრაქტს დღე-დღეზე შესთავაზებენ.
შეგახსენებთ, 4-5 თვის წინ ლონდონური კლუბის შეფები ღიად აცხადებდნენ, რომ გამოცდილ ნახევარმცველთან ახალ ხელშეკრულებაზე დალაპარაკება მათ გეგმებში არ შედიოდა. ერთხანს ფეხბურთელის ამერიკულ ლიგაში შესაძლო გადასვლაზეც გავრცელდა ხმები, მაგრამ... ახლა ბოლო სიტყვა უკვე თავად ფრენკ ლამპარდზეა.