ფეხბურთი

13:18 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ტერის ახალ კონტრაქტს სთავაზობს

 

ლონდონის “ჩელსიმ” გუნდის კაპიტან ჯონ ტერისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ბრიტანული მედიის ცნობით, “არისტოკრატები” 33 წლის ინგლისელს ხელშეკრულების წელიწადით გახანგრძლივებას სთავაზობენ.

ტერის მოქმედ კონტრაქტს ვადა ივნისში ეწურება. “ჩელსის” ხელმძღვანელობა მის გახანგრძლივებაზე დიდხანს ფიქრობდა და საბოლოოდ, მცველისთვის წელიწადიანი კონტრაქტის შეთავაზება გადაწყვიტა. რამდენადაც ცნობილია, ინგლისელი ასეთი მოკლევადიანი კონტრაქტის წინააღმდეგია.

ცნობისათვის, ტერის გადაბირება აშშ-ს რამდენიმე კლუბს სურს.

თეგებიჯონ ტერი
0.125139