ლონდონის “ჩელსიმ” გერმანული “ლევერკუზენის” შემტევთან – ანდრე შიურლესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ამის შესახებ Welt-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ლონდონელები გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. სავარაუდოდ, “ჩელსის” შიურლეს ტრანსფერი 22 მილიონი ევრო დაუჯდება. გარდა ამისა, გერმანელებს ეტაპობრივად ბონუსებიც დაერიცხებათ. დიდი ალბათობით, ტრანსფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება.
ცნობისათვის, შიურლემ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 9 გოლით გამოირჩა.