ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის – უეინ რუნის შეძენას კიდევ ერთხელ ცდის. ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან.
როგორც ირკვევა, რუნიმ “მანჩესტერს” ახალ კონტრაქტზე უარი კიდევ ერთხელ უთხრა, რაც “ოლდ ტრაფორდიდან” მისი აბარგების შანსებს ზრდის. “წითელი ეშმაკები” ინგლისელს ხელფასის გაზრდასა და კვირაში 300 ათას გირვანქა სტერლინგს სთავაზობდნენ, მაგრამ თავდამსხმელმა უარი განაცხადა.
ამ ფაქტით გახარებულმა ლონდონელებმა რუნისთვის წინადადების მზადება უკვე დაიწყეს. ტრანსფერი ზაფხულშია მოსალოდნელი.