ლონდონის “ჩელსიმ” გადაწყვიტა, რომ ადრიენ რაბიოს შეძენის საკითხი ზაფხულისთვის გადაედო. მიზეზი ფეხბურთელის ტრავმაა. “არისტოკრატთა” სკაუტები პსჟ-ის ორ მატჩს დაესწრნენ და 18 წლის ფრანგი ნახევარმცველი ძალიან მოეწონათ. რაბიომ მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა პარიზული გრანდის შემადგენლობაში და ერთი გოლი გაიტანა, თუმცა მუხლის ტრავმის გამო, მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს. ფრანგული პრესის ცნობით, “ჩელსი” ზაფხულში მიუბრუნდება რაბიოს საკითხს.
შეხსენებისთვის, რაბიომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა. გია ცეცაძის გუნდმა თანატოლ ფრანგებთან 0:0 დაასრულა მატჩი.