ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ 40 მილიონ ევროდ შეაფასა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
21 წლის ბელგიელის შეძენა ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” სურთ, მაგრამ ლონდონელთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება, ჯერჯერობით, არ შეუძლიათ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ გასული სეზონი იჯარის წესით “ევერტონში” ჩაატარა. მისი მერსისაიდული მონაგარი 15 გოლი და 7 საგოლე პასია.