ფეხბურთი

22:06 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ილურიძის თანაგუნდელს ყიდულობს

“ჰაიდუკიდან” ფეხბურთელი “ჩელსიში” მიდის, “დილადან” – “ვალეტაში”...


ლონდონის “ჩელსიმ” 2,7 მილიონ ევროს გადაიხადა სპლიტის “ჰაიდუკის” ნახევარმცველ მარიო პაშალიჩის სანაცვლოდ. ამის შესახებ ინგლისური საიტები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ტრანსფერი მოგვარებულია და ოფიციალურად დღეს-ხვალ დადასტურდება. გიორგი ილურიძის თანაგუნდელი რომის “ლაციოსაც” სურდა.

პაშალიჩი 18 წლისაა და ხორვატიის მიმდინარე ჩემპიონატში 13 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მან გორის “დილასთან” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებშიც ითამაშა.

გეხსომებათ, “დილამ” ორივე თამაში მოუგო “ჰაიდუკს” (1:0, 1:0), თუმცა სპლიტელთა ფეხბურთელი “ჩელსიში” გადადის, “დილადან” კი მიდიან... მალტის “ვალეტაში”. ასეთია მწარე რეალობა.

 

0.141505