ფეხბურთი

11:57 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" და "ფიორენტინა" მარინზე თათბირობენ

 

ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაში მყოფმა გერმანელმა ფეხბურთელმა მარკო მარინმა, შესაძლოა კარიერა "ფიორენტინაში გააგრძელოს. იტალიური მედიის ცნობით, ინგლისური და იტალიური მხარეები ნახევარმცველის ტრანსფერზე აქტიურად საუბრობენ.

თუ მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა, 25 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონს, განათხოვრების წესით "იების" რიგებში გაატარებს. გერმანელმა ნახევარმცველმა ამავე წესით, გასული სეზონი "სევილიაში" გაატარა და ევროპის ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

2013/14 წლების სეზონში მარინმა ანდალუსიელთა რიგებში 30 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და თავი 7 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა.

გიორგი ბალახაძე

0.119536