ფეხბურთი

21:45 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭეჭელაშვილი “დილაში” ითამაშებს

როგორც გორის “დილას” ოფიციალური საიტი იტყობინება, ცხინვალის “სპარტაკის” ფეხბურთელი ჭიაბერ ჭეჭელაშვილი კარიერას “დილას” შემადგენლობაში გააგრძელებს.

ჭეჭელაშვილმა სეზონი ცხინვალის “სპარტაკთან” ერთად დაიწყო. 18 წლის ნახევარმცველმა ეროვნული ჩემპიონატის საწყის ტურებში ცხინვალელთა შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო დღეიდან, 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის კლუბში ითამაშებს.

შეგახსენებთ, სოსიაშვილი გასულ სეზონში “დინამო-2-ს” თავკაცობდა, ხოლო ჭეჭელაშვილი ამ გუნდის მოთამაშე იყო. აქედან გამომდინარე, ჭეჭელაშვილი 25 წლის მწვრთნელისთვის ნაცნობი სახეა და მასთან მუშაობა არ გაუჭირდება.

ჭეჭელაშვილი ქართულმა საფეხბურთო სამყარომ 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას გაიცნო, როცა ესპანეთის, საფრანგეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის 17-წლამდელებს გაუტანა და ნაკრების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

დიმა შარიქაძე

0.118374