ჩოგბურთი

16:23 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილმა ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა

 

ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა იტალიის ქალაქ პადოვას საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) კვალიფიკაცია დასძლია და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მასთან ერთად სოფო შაფათავაც იასპარეზებს.

მე-7 ნომრად განთესილმა ჩახნაშვილმა საკვალიფიკაციო ბადეში იტალიელ მარიანა პეტრეის (6:1, 6:4) და სერბ მილანა სპრემოს (6:2, 6:2) იოლად სძლია, მისი მომდევნო მეტოქე კი ასევე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული პარაგვაელი ვერონიკა სეპედე როიგი იქნება.

თავის მხრივ “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ აგნეს ზუჩინის ეთამაშება შაფათავა. ცნობისთვის, სოფო ძალებს წყვილთა შეჯიბრშიც მოსინჯავს, სადაც რუს მარინა შამაიკოსთან გახლავთ შეამხანაგებული და იტალიელებს – ბრეშიას და პაირონეს დაუპირისპირდება.

0.120361