ჩოგბურთი

13:14 | 1.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილი-რაცინგერი ჰოლანდიური ტურნირის ძირითად ბადეშია

ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერმა ჰოლანდიის ქალაქ მიდელბურგში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გააღწია.

კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში მე-13 ნომრად განთესილი ქართველი მე-6 რეიტინგის მქონე ესპანელ სარა სორბიეს ტორმოს გაეჯიბრა და 6:3, 7:5 სძლია.

ძირითად ბადეში მაკა ბულგარელ ელიცა კოსტოვას ეთამაშება.

პოლონეთის ქალაქ ტორუნში ასევე 25-ათასიანი ტურნირის საწყის მატჩში მე-3 ნომრად მიჩნეულ რუმინელ კრისტინა დინუს გაეჯიბრება ეკატერინე გორგოძე.

წყვილებში გორგოძე თანამემამულე სოფო ქვაცაბაიასთან გახლავთ შეამხანაგებული და ძალებს ხორვატულ-გერმანულ დუეტთან (მიკულჩიჩი-რაიკოვიჩი) მოსინჯავს.

სტამბულის 10-ათასიან ტურნირზე თამარ ჭალაგანიძემ და რუსმა ვიოლეტა დეგტიარევამ თურქები – აკიურტი და გუნაი 6:3, 7:5 დაამარცხეს და მეოთხედფინალში კიდევ ერთ თურქულ ტანდემს (ერაიდინი-სეზერი, 1-ლი განთესვა) გაეჯიბრებიან.

ერთეულთა ტურნირში ჭალაგანიძის მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – უკრაინელი ნაია კოლბი იქნება.

ყაზახეთში, 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში მარიამ ბოლქვაძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუსი კსენია შარიფოვას 6:3, 6:3 სძლია და მერვედფინალში მე-2 ნომრად განთესილ იულია ვალეტოვას (რუსეთი) დაუპირისპირდება.

წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძის და ბელარუსი ალინა ზუბკოვას მეტოქეები მე-3 განთესვის მქონე რუსები – გრიგორიანი და მანეკინა იქნებიან.

ასტანაშივე გრძელდება ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირი, სადაც მე-3 ნომრით მოთამაშე ალექსანდრე მეტრეველმა უზბეკ სანიარ ფაიზიევს 6:2, 4:6, 6:1 მოუგო და ახლა, უზბეკეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ – შონიქმატჯონ შოფაიზიევთან ჭიდილი ელის.

რუს ილია შაცკისთან 5:7, 6:7 (1:7) დამარცხდა გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი კი პირველ წრეში რუს დმიტრი სურჩენკოს გაეჯიბრება.

ქართველები ერთმანეთის პირისპირ დადგებიან წყვილთა ტურნირში. ჯავახიშვილმა და ცივაძემ “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახები – ჩემბოტაიევი და პეტროვი დაჯაბნეს (6:0, 6:3) და მეოთხედფინალში მეტრეველს და ყაზახ ტიმურ ხაბიბულინს ეთამაშებიან. ამ უკანასკნელთ მე-3 რეიტინგით მოასპარეზე რუსებს (ელისტრატოვი-პოლიაკოვი) აჯობეს – 6:1, 6:4.

0.116281