მაკა ჩახნაშვილი ესპანეთის ქალაქ სენტ კუგატში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის გავლის შემდეგ, ძირითად ბადეშიც დამაჯერებელი სტარტი აიღო და ესპანელი ანდრეა ლაზარო გარსია 7:6 (7:5), 7:5 დაამარცხა. მერვედფინალში ჩახნაშვილის მეტოქე მე-5 ნომრად განთესილი ჰოლანდიელი არანჩა რუსი იქნება, რომელმაც რუს ანასტასია რუდაკოვას 6:2, 6:3 სძლია.
ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში ქართველი სოფო ქვაცაბაია და თურქი ესენ კოკჩე მე-4 განთესვის მქონე ჩეხ მარტინა კუბიჩკოვას და პოლონელ ბარბარა სობასკიევიჩს დაუპირისპირდნენ და 4:6, 1:6 დამარცხდნენ. ერთეულთა ტურნირში ქვაცაბაია