ჩოგბურთი

15:29 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილი და შაფათავა ბრეშიაში

ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა იტალიის ქალაქ ბრეშიაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში 2 მატჩის მოგება მოახერხა და ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა.

მე-13 განთესვის მქონე ჩახნაშვილმა პირველ რაუნდში იტალიელ ჯორჯია ბრეშიას 6:7 (5:7), 6:0, 6:2 სძლია, შემდეგ კი კოლუმბიელი იულიანა ლიზარაზო 7:5, 6:3 დაამარცხა.

ძირითად ბადეში მაკა კვალიფიკაციის კიდევ ერთ გამარჯვებულ – ჩეხ ტერეზა მარტინცოვას ეთამაშება.

იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა თამაშობს, რომელმაც ძალები მე-7 რეიტინგის მქონე რუმინელ კრისტინა დინუსთან მოსინჯა და იოლად – 6:1, 6:3 იმარჯვა. მერვედფინალში შაფათავა ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩს დაუპირისპირდება.

სოფო წყვილთა ტურნირშიც ითამაშებს, სადაც გერმანელ კრისტინა შაკოვეცთან გახლავთ შეამხანაგებული. ისინი ხსენებულ კოვინიჩთან და ავსტრალიელ სანდერსთან ითამაშებენ.

თურქეთში, აგრის 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა მარიამ ბოლქვაძე, თუმცა, საწყის წრეში მე-4 რეიტინგით მოასპარეზე ხორვატ ტეა ფაბერთან 6:7 (8:10), 6:7 (6:8) წააგო.

0.151688