ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი პოლონეთის ქალაქ ტორუნში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ ჩახნაშვილმა საწყის რაუნდში პოლონელი მაგდალენა ფრეჩი 6:4, 6:3 დაამარცხა, მე-2 წრეში კი მე-2 ნომრად განთესილ უკრაინელ იულია ბეიგელციმერს ვეღარ გაუმკლავდა – 3:6, 4:6. ცნობისთვის, მაკამ სამივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თუმცა, თავად მოწოდება 6-ჯერ დათმო. ჩახნაშვილმა 1 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.