კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ჩავი ერნანდესი ტრავმირებულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ის სრული დატვირთვით ვარჯიშს.
“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 34 წლის ნახევარმცველმა, ერთ-ერთ ვარჯიშზე, მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა. ტრავმის სერიოზულობის შესახებ ინფორმაცია დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩავის “ბარსელონადან” წასვლის შესახებ ცნობების გავრცელება არ წყდებოდა, მაგრამ ვეტერანმა ფეხბურთელმა მშობლიურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.