უეფას ჩემპიონთა ლიგაში მოგებული მატჩების რაოდენობით, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ლეგენდარულ ესპანელ რაულს გადაასწრო. ამის შესახებ Infostrada იუწყება.
“მილანთან” ოთხშაბათს გამართულ დაპირისპირებაში, ჩავიმ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მე-80 გამარჯვება იზეიმა. რაულს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 79 მოგება აქვს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “მილანი” 3:1 დაამარცხა და 1/8-ფინალის საგზური გაინაღდა.