ფეხბურთი

14:35 | 18.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი ყატარისკენ მიიწევს

თუკი კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი “კამპ ნოუდან” აბარგებას მოისურვებს, კლუბის ხელმძღვანელები მას ხელს არ შეუშლიან. ესპანური მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მხოლოდ ფეხბურთელის მისაღებია.

ჩავის წინადადება ყატარული “ალ არაბისგან” აქვს. ერთი ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ყატარულ მხარესთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ეს ცნობა “ალ არაბის” მთავარმა მწვრთნელმა დან პეტრესკუმაც დაადასტურა.

ჯერჯერობით, ჩავის საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ესპანელი გუნდის თავკაც ლუის ენრიკეს შეხვდება და მისი მომავალიც ამის შემდეგ გაირკვევა.

 

თეგებიჩავი
0.116209