ფეხბურთი

16:03 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი ნაკრებში ბრაზილიის გულისთვის დარჩა

 

Globoesporte ერთობ პოპულარული ბრაზილიური ინტერნეტ-პორტალია. კონფედერაციის თასის ფინალის წინ მისმა ჟურნალისტებმა ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენეს. დავიწყოთ იმით, რომ ესპანელების მთავარი ვარსკვლავები - ჩავი და ინიესტა პირველად ითამაშებენ ბრაზილიელების წინააღმდეგ. ჩავი ეროვნული გუნდიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ 2014 წლის ბრაზილიური მუნდიალის გამო დარჩა.

“ის დელ ბოსკესთან მივიდა და უთხრა, რომ საკუთარ თავს ნაკრებში ვეღარ ხედავდა, - წერს Globoesporte, - ევრო 2012-ის ფინალის წინ მწვრთნელ-შეგირდი კიევის სტადიონზე ისხდნენ. ულვაშამ გაკვირვებით ჰკითხა: “დეპრესია გაქვს?” მაგრამ საქმე სხვაგვარად იყო - პრობლემა ჩავის დაღლილობაში იმალებოდა. კრიტიკისგან და კომენტარებისგან, თითქოს ჩავი ის აღარაა, რაც უწინ.

დელ ბოსკემ თავი ნამდვილ ფსიქოლოგად წარმოაჩინა. “ყმაწვილო, - უთხრა ბრძენმა დამრიგებელმა, - შენ რა, ბრაზილიაში წამოსვლა არ გინდა? როგორ შეიძლება ასეთ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშო?”

და ჩავიმ წასვლა გადაიფიქრა. კვირა საღამოს “მარაკანაზე” მას ბრაზილიელების წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივაცია ექნება.  

0.118915