ფეხბურთი

22:37 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “ლამს შეუძლია უმაღლესი დონის ნახევარმცველი გახდეს”

მოედნის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელთაგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტნისგან, ფილიპ ლამისგან უმაღლესი დონის ნახევარმცველი გამოვა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე განაპირა მცველად მოთამაშე ლამს, მიმდინარე სეზონში, პეპ გვარდიოლამ ადგილი ნახევარდაცვაში მიუჩინა.

“ლამი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის თამაშს წლიდან წლამდე აუმჯობესებს.

ვფიქრობ, ლამს ყველა თვისება აქვს იმისათვის, რომ უმაღლესო დონის ნახევარმცველად იქცეს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოქმედებდა ლამი ბოლო მატჩებში, ძნელია წარმოვიდგინოთ, ვინ ითამაშებდა მასზე უკეთ. “ლევერკუზენთან” მატჩში, ის მოედნის ცენტრში დომინირებდა.” – ციტირებს ჩავის სიტყვებს Sportbild-ი.

0.112413