ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი, კონფედერაციის თასის ფინალში წაგების გამო, ბრაზილიასთან შურისძიებას გეგმავს.
“ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ფეხბურთში, რევანშის შანსი ყოველთვის გეძლევა. იმედი მაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე სწორედ ეს მოხდება.
წინა თამაშში ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა. მეტოქემ ჩვენივე შეცდომებისთვის დაგვსაჯა. თუმცა, საჭირო დასკვნები გამოვიტანეთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერი სხვაგვარად იქნება.” – ციტირებს ჩავის სიტყვებს შკყ შპორტს-ი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, კონფედერაციის თასის ფინალში, ბრაზილიამ ესპანეთი 3:0 გაანადგურა.