“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ თამაშს ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. Sky Sport24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი “ნიუ იორკ რედ ბულსის” ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებას და მხარეები საბოლოო შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.
33 წლის ჰავბეკს “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აქვს, მაგრამ იმავე წყაროს ცნობით, კატალონიელები MLS-ში გადასვლაში ხელს არ შეუშლიან.
ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია და ამ გუნდის სახელით ჩემპიონთა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული, უეფას სუპერთასი – ორჯერ, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატი – შვიდჯერ.